საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟორნე, პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, სეჟორნე კიევში ჩავიდა, რათა დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს და საფრანგეთის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტუროს
თავად სეჟორნე კი Twitter-ზე წერს, რომ საფრანგეთის დახმარება გრძელვადიანია.
“თითქმის 2 წელია, უკრაინა ფრონტის ხაზზე თავისი სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იბრძვის. საფრანგეთის დახმარება გრძელვადიანია. ეს არის ის, რის სათქმელადაც კიევში, ჩემი პირველი მოგზაურობით, ჩამოვედი,” – ამბობს სეჟორნე.
უკრაინული მედია კი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, კატრინ კოლონას ვიზიტი იგეგმებოდა. თუმცა, მთავრობაში საკადრო გადანაცვლებებმა გეგმები შეცვალა.
ცნობისთვის, საფრანგეთის ახალდანიშნულმა პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმა, მინისტრთა ახალი კაბინეტი 11 იანვარს წარადგინა.