რუსებმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და დრონი გაუშვეს, უმეტესობამ მიზანს ვერ მიაღწია | უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და დრონი გაუშვეს. მათი თქმით, უმეტესობამ მიზანს ვერ მიაღწია.
“ნათელია, რომ რუსული “გამორჩეული” რაკეტები სულ უფრო და უფრო უარესდება და ღმერთმა იცის, სად მიფრინავს! თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. ამიტომ, ფხიზლად იყავით და განგაშის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ,” – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების თქმით, 13 იანვრის ღამეს, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ საკრუიზო, საავიაციო, ბალისტიკური, საზენიტო მართვადი რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს და მათგან 8 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.