AI-ინდუსტრიაში სპეკულაციური ბუშტის გაჩენის რისკი იზრდება

AI-ინდუსტრიაში სპეკულაციური ბუშტის გაჩენის რისკზე ეკონომისტებთან ერთად, ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებიც საუბრობენ. ჯეფ ბეზოსი ფიქრობს, რომ ბაზარზე დღევანდელი ვითარება საეჭვოდ ჰგავს 1990-იანი წლების dot-com-ის ბუშტს.
იმავე აზრზეა MF-ის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა. მისი თქმით, -ინდუსტრიასთან დაკავშირებული ეიფორია ბაზრის გადახურების და მკვეთრი კორექციის რისკს აჩენს. გეორგიევა ინვესტორებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
მსგავსი პოზიცია აქვთ ინგლისის ცენტრალურ ბანკშიც. აქ დარწმუნებული არიან, რომ, თუ ინდუსტრია დღევანდელი ტემპით გააგრძელებს ინვესტორებისგან დამატებითი კაპიტალის მოზიდვას, გაჩნდება დიდი აცდენა საბაზრო შეფასებასა და რეალურ ღირებულებას შორის, რაც ამ ბაზარს მკვეთრ ვარდნამდე მიიყვანს.