შოთა თუთბერიძე – პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა რას უკავშირდება, არ ვიცი – მგონია, რომ „იარაღის საქმესთან“ მდინარაძეს უფრო მეტი კავშირი შეიძლება ჰქონდეს, ჩაატარონ დნმ-ის ექსპერტიზები, სუს-ის თანამშრომლების ნიმუში შეიძლება ამოვიდეს

მგონია, რომ ამ იარაღის საქმესთან მდინარაძეს უფრო მეტი კავშირი და შეხება შეიძლება ჰქონდეს, კარგად ჩაატარონ ექსპერტიზები, მათ შორის დნმ-ის ექსპერტიზები, დარწმუნებული ვარ სუს-ის თანამშრომლების ნიმუში შეიძლება ამოვიდეს,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის მოვლენებზე დაკავებული „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაატა ბურჭულაძეს სუს-ის მიერ აღმოჩენილ იარაღებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„გამოკითხვა, რასთან დაკავშირებით იქნება, არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, მორიგ სისულელესთან გვაქვს საქმე. როგორც იცით, სუს-სა და „ქართული ოცნებას“, რომელიც ერთი და იმავე შინაარსის მატარებელია, რამდენიმე საქმე აქვთ თაროზე შემოდებული. მაგალითად, 2014-215 წლებში, როდესაც საბურავების რევოლუციას ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ოპოზიციას, სადღაც საბურავები ჰქონდათ დამალული.
ამ ტიპის საქმეებზე, რომლებსაც მტვერი აქვს დადებული, შიგადაშიგ იყენებენ, რომ სამთავრობო ტელევიზიებს საკენკი მიეცეთ, მოტყუებული ქართველი ხალხის ნაწილის გამოსაკვებად. გააღვიძებენ ერთ საქმეს, რომ დაძაბულობა დათესონ და ქვეყანა მუდმივად დაძაბულ რეჟიმში იყოს. მდინარაძე საპროცესო გარიგებების დამლაგებელი ადვოკატი, თავის დროზე, შეუმდგარი ძალოვანი, რაღაც საქმეს აკეთებს, ფოციალობს.
მგონია, რომ ამ იარაღის საქმესთან მდინარაძეს უფრო მეტი კავშირი და შეხება შეიძლება ჰქონდეს, კარგად ჩაატარონ ექსპერტიზები, მათ შორის დნმ-ის ექსპერტიზები, დარწმუნებული ვარ, სუს-ის თანამშრომლების ნიმუში შეიძლება ამოვიდეს.
თუ მდინარაძის მონდომებას გავითვალისწინებთ, ძაღლური ერთგულების დამტკიცებაში, ს მიმართ, შეიძლება მდინარაძის დნმ-იც ამოვიდეს. ბუნებრივია, ამ იარაღებთან ჩემს დაცვის ქვეშ მყოფ არანაირი კავშირი არ აქვს.
რაც შეეხება გუშინდელ დაკითხვას, ეს იარაღის საქმეს შეეხებოდა, რომელიც სუს-ის თქმით, სადღაც თბილისის მიმდებარედ ტყის მასივში იპოვეს. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა მათ მისცა ჩვენება, მე კი შემიძლია ჩვენი პოზიციის პერიფრაზი გითხრათ –
პაატა ბურჭულაძე არის პოლიტიკური ტყვე, პოლიტიკური პატიმარი, მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, მის მიერ კანონის ფარგლებში გაკეთებული განცხადებები უკვე არის გამოყენებული მის წინააღმდეგ პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის, შესაბამისად ამგვარი მიკერძოებული პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში, ნებისმიერი ჩვენება, შეიძლება გამომძიებელმა მის წინააღმდეგ გამოიყენოს. ამ განმარტების იქით მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა“,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხებიან.