საჭირო სიგნალები მივიღე, რომ ამერიკა ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს საჭირო სიგნალები მივიღე, რომ ამერიკა ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს განიხილავს. მადლობა“, – წერს ზელენსკი.
მან აღნიშნა, რომ ტრამპთან დეტალურად განიხილა ენერგეტიკის მდგომარეობა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები. მისი თქმით, ტრამპი კიევში და სხვა რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ კითხულობდა.
„მსოფლიო ხედავს, რას შვება რუსეთი, როგორ ცდილობს იმით სარგებლობას, რომ მსოფლიოს ლიდერები ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესაძლებლობაზე არიან კონცენტრირებული. დიდი შანსებია იქ იმისა, რომ შეთანხმება იმუშავებს. რაც უფრო მეტი მშვიდობაა, რაც უფრო მეტი უსაფრთხოებაა ერთ რეგიონში, მით უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს ეს ყველას მსოფლიოში…
სამწუხაროდ, რუსეთი ისეთი ტერორისტია, რომელიც უფრო ძლიერად დარტყმის ნებისმიერ შესაძლებლობას ეძებს“, – წერს ზელენსკი.
