საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით – ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით – ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით – ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი , პარლამენტის თავმჯდომარე , კულტურის მინისტრი თინათი რუხაძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართული სახელოვნებო სფერო აღაფრთოვანებს ყველას, ვინც ერთხელ მაინც ეზიარება ამ უდიდეს მემკვიდრეობას.
„უნიკალური ქართული ფოლკლორი, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია, ხუროთმოძღვრების ძეგლები, პოეზია, ქართული ცეკვა, პოლიფონია და ზოგადად, ქართული სახელოვნებო სფერო აღაფრთოვანებს ყველას, ვინც ერთხელ მაინც ეზიარება ამ უდიდეს მემკვიდრეობას. იმისთვის, რომ ეს სიმდიდრე დროსა და სივრცეში არ დაკარგულიყო და თაობიდან-თაობას გადასცემოდა, განსაკუთრებული წვლილი კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენთვის უძვირფასეს და გამორჩეულ ქართველებს შეჰქონდათ, რომლებიც ერთი მხრივ გვინახავდნენ, მეორე მხრივ კი ახალს სძენდნენ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. სწორედ ამ უწყვეტობამ, ჩვენში გამჯდარმა ქართულმა კულტურამ და იმისმა რწმენამ, რომ მას დაცვა და გამდიდრება სჭირდება, განაპირობა კიდეც ჩვენი ერის გადარჩენა ყოველთვის, როდესაც საქართველოს რთული დრო ედგა. ყველა ეპოქას ჰყავს გამორჩეული გმირები, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ უფრო გამდიდრებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაზე ზრუნავენ. დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ეს საპატიო მისია იტვირთეთ და ამ საქვეყნო საქმეს ღირსეულად ასრულებთ! სწორედ ამიტომ, ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა გაწეული ღვაწლისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს სახელით, ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დაგაჯილდოოთ. გილოცავთ და კიდევ ერთხელ, მთელი ერის სახელით გიხდით მადლობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ: სსიპ-ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, მხატვარ/მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძე, პოეტი და საზოგადო მოღვაწე დავით მაღრაძე, მუსიკოსი ჯემალ ბაღაშვილი და პოეტი ლიანა სტურუა.
კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: ა(ა)იპ „თორაძე ფაუნდეიშენის“ დირექტორი, მუსიკოსი ნინო თორაძე, საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი, სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ფოლკლორისტი გიორგი დონაძე, კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი, მომღერალი ნატო მეტონიძე, ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი – თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, მხატვარ-კერამიკოსი თამარ გრიგოლია, ა(ა)იპ „საქართველოს თანამედროვე მხატვართა ლიგის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მხატვარი გიორგი მარკოზაშვილი, ა(ა)იპ „საქართველოს მხატვართა კავშირისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების“ თავმჯდომარე, მხატვარ-გრაფიკოსი გურამ ცერცვაძე, სსიპ – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის გიდი, სახალხო პოეტი რუზველტი მარცვალაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი ილია დათუაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური ცენტრის“ ანსამბლ „გურჯაანის“ მომღერალი, ფოლკლორისტი ამირან გეთიაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ნიკოლოზ მამიაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ბიძინა სამხარაძე, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ტარიელ ჯაჭვაძე, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ივანე გოგინაშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი უშანგი ირაკლი მათიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

ვროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული