ირმა ხეცურიანის მორიგი წარმატება – როგორია ირმა ხეცურიანის ეტლიდან დანახული ცხოვრება და რთული გზა დევნილობიდან მსოფლიო აღიარებამდე – Marao

ირმა ხეცურიანის მორიგი წარმატება – როგორია ირმა ხეცურიანის ეტლიდან დანახული ცხოვრება და რთული გზა დევნილობიდან მსოფლიო აღიარებამდე – Marao
უელსის ქალაქ კარდიფში აიღო ეტლით ფარიკაობაში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ნახევარფინალში ტაილანდელ მოწინააღმდეგესთან წააგო და მესამე ადგილზე გავიდა. კარდიფში საქართველოს ნაკრების წევრები, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც ასპარეზობენ. ირმა ხეცურიანის მედალი მიმდინარე წელს პირველია პარალიმპიური კომიტეტისთვის.
ირმა ხეცურიანი ქართველი პარასპორტსმენი (ფარიკაობა), 2017 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული (2017, ნიდერლანდები), მსოფლიო თასის გამარჯვებულია (2017, პოლონეთი). მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანი. 2018 წლის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებული. ევროპის ჩემპიონატებისა და მსოფლიო თასის გათამაშების არაერთგზის მონაწილე და სხვადასხვა სინჯის მედლების მფლობელი.
“ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რკო­ლე­ბის გა­რე­შე არა­ფერს ჩა­უვ­ლია” – ამ­ბობს წარ­მა­ტე­ბუ­ლი პა­რა­მო­ფა­რი­კა­ვე, 18 ოქ­როს მფლო­ბე­ლი ირმა ხე­ცუ­რი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა პრეს­ტი­ჟულ ას­პა­რე­ზო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. უკვე რვა წე­ლია ამ სპორ­ტშია და მი­აჩ­ნია, რომ ფა­რი­კა­ო­ბას­თან ჭი­და­ო­ბა აქვს გა­მარ­თუ­ლი. ფაქ­ტია, რომ ეს “ჭი­და­ო­ბა” ირ­მას სა­სარ­გებ­ლოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს.
აფხა­ზე­თიის ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ცა­გე­რა­ში და­ი­ბა­და. ცა­გე­რა ლე­ჩხუ­მე­ლე­ბის სო­ფე­ლი იყო, სა­დაც ლე­ჩხუ­მი­დან ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობ­და. 7 წლის იყო, ომი რომ და­ი­წყო და პირ­ვე­ლი და­ბომბვის შემ­დეგ იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და… მშობ­ლებ­თან და დას­თან ერ­თად ახ­ლაც იხ­სე­ნებს სოფ­ლის რა­ღაც ეპი­ზო­დებს, რაც მცი­რე ასა­კის გამო ბუნ­დოვ­ნად და კად­რე­ბად ახ­სოვს.
“ახლა იქ, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის პო­ლი­გო­ნია, ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტყე, ყვე­ლა სახ­ლი, ერ­თის გარ­და, და­იწ­ვა… რო­გორც ამ­ბო­ბენ, იქ ახლა არა­ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს. არა­და, პა­ტა­რა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ზღვის­პი­რა სო­ფე­ლი გვქონ­და, სა­დაც მდი­ნა­რეც იყო, ხალ­ხი მი­წას ამუ­შა­ვებ­და, მოჰ­ყავ­დათ სი­მინ­დი, ბოსტნე­უ­ლი, ხილი… ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში, რო­დე­საც სახ­ლს წარ­მო­ვიდ­გენ ხოლ­მე, ზუს­ტად ისე­თია, რო­გო­რიც იქ დავ­ტო­ვეთ და და­იწ­ვა… რო­დე­საც აფხა­ზეთ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, მა­შინ­ვე ის მახ­სენ­დე­ბა, რომ აფხა­ზე­თი ის ად­გი­ლია, სა­დაც ვერ მო­ვას­წა­რი გაზ­რდა, გან­ვი­თა­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა. იქ არის ჩემი ფეს­ვე­ბი… ამი­ტომ ცუ­დია ომი და ეს სრუ­ლი­ად პა­ტა­რამ სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე. არა­ვის არც ერთ ასაკ­ში ვუ­სურ­ვებ მსგავს გა­მოც­დი­ლე­ბას.
დევ­ნი­ლო­ბაშემ­დეგ წყალ­ტუ­ბო­ში გად­მო­ვე­დით, ბევ­რი მე­ზო­ბე­ლი, ნაც­ნო­ბი იყო იქ და გულ­მა იქით ამი­ტომ გაგ­ვი­წია. სკო­ლა იქ და­ვამ­თავ­რე. თა­ვი­დან, სა­ნამ ახალ ცხოვ­რე­ბას ალ­ღოს ავუ­ღებ­დით, არ იყო ად­ვი­ლი, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბას ნელ-ნელა მო­ვერ­გეთ. ერთი კი­დევ, რაც არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სოვს – “აფხა­ზე­თი­დან ჩა­მოთ­რე­უ­ლი”… ეს ძი­რი­თა­დად ბავ­შვებ­ში მი­უ­ღებ­ლო­ბა იყო… თუმ­ცა ეგეც და­რე­გუ­ლირ­და და ახლა ზრდას­რუ­ლებს ამა­ზე გვე­ცი­ნე­ბა… კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. გარ­და იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ზო­გა­დი გა­ჭირ­ვე­ბა იყო, ის პე­რი­ო­დი ცუ­დად არ მახ­სენ­დე­ბა.
მო­უ­ლოდ­ნე­ლი დი­აგ­ნო­ზი- და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სტუ­დენ­ტი გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბა­ში, რთუ­ლი ეტა­პი დად­გა, და­ის­ვა დი­აგ­ნო­ზი, რო­მელ­მაც თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა… რომ არა ის დი­აგ­ნო­ზი, დღეს ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­დით?
– არ ვიცი, სულ სხვა გეგ­მე­ბი მქონ­და, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. უდი­დე­სი გა­მოც­და გა­ვი­ა­რე ომით, შემ­დგო­მი დაბ­რკო­ლე­ბე­ბით, რაც მერე იმ დი­აგ­ნო­ზით დაგ­ვირ­გვინ­და, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ჩემი ცხოვ­რე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე. ალ­ბათ ვიქ­ნე­ბო­დი ფეხ­ზე მო­სი­ა­რუ­ლე ირმა და არა ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე. წა­ვი­დო­დი თუ არა სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არც ეს ვიცი. ისე, შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, რა სფე­რო­საც ავირ­ჩევ­დი, იმას გავ­ყვე­ბო­დი, მას­ში მაქ­სი­მუმს ჩავ­დებ­დი და წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დი, მაგ­რამ აღი­ა­რე­ბას მო­ვი­პო­ვებ­დი თუ არა, ეს არ ვიცი.
– სად სწავ­ლობ­დით?
– უცხო ენა-ინ­ფორ­მა­ტი­კას ვე­უფ­ლე­ბო­დი, ჭკვი­ა­ნი გოგო ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და ის, რაც მოხ­და, რომ სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ახლა გეგ­მა­ში მაქვს, ეს საქ­მეც ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო. ოღონდ, სპორ­ტის და მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გან­ვაგ­რძო. სპორ­ტს თავს რომ და­ვა­ნე­ბებ, სამ­წვრთნე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რა­საც ჩემი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც და­ე­მა­ტე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ ბავ­შვებს სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­დავ­ცე და გა­ვუ­ზი­ა­რო.
ეტ­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბა- ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ხართ. ეტ­ლით უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეთ… რო­გო­რია ეტ­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი სამ­ყა­რო?
– არ ვიცი. მა­შინ, როცა ეტ­ლში ჩაჯ­დო­მა მო­მი­წია, მა­შინ რამ­დე­ნად ვი­ყა­ვი ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა­ფე­რი მერე ვის­წავ­ლე, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბამ ბევ­რი რამ მომ­ცა. რაც უფრო მეტ დაბ­რკო­ლე­ბას დაძ­ლევ, მე­ტად ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ხდე­ბი. ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად ვხე­დავ­დი და ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ არ მეჩ­ვე­ნე­ბო­და. როცა დი­აგ­ნო­ზის პა­სუ­ხი მო­ვის­მი­ნე, არ ვი­ცო­დი, მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბო­და, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ამ მდგო­მა­რე­ო­ბით ცხოვ­რე­ბა რო­გორ უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.
ამას­თან, იმ პე­რი­ოდ­ში არა­ნა­ი­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­აც არ ვი­ცო­დი, არც ჩემი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ახლა უკან არის… დაბ­რკო­ლე­ბამ მომ­ცა ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და სტი­მუ­ლი. ამით ჩემს გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნებ­საც და­ვეხ­მა­რე ჩემ­თან ერ­თად ებ­რძო­ლათ და გა­მომ­ყო­ლოდ­ნენ. ეტ­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ სწო­რედ მან მას­წავ­ლა, ვიყო ძლი­ე­რი და ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ გა­მოწ­ვე­ვას მედგრად და ღირ­სე­უ­ლად შევ­ხვდე… დიახ, ეტ­ლმა უში­შა­რი ცხოვ­რე­ბა მას­წავ­ლა, თან, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დე­საც სირ­თუ­ლე­ებს ნელ-ნელა ლა­ხავ, არ ჩერ­დე­ბი. მთა­ვა­რი ეს არის.
წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა
წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აქვს და არას­დროს მი­ფიქ­რია, რა არის ჩემი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა. წარ­სუ­ლის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს მო­მა­ვა­ლი, ის, რაც გა­მო­ვი­ა­რე, სა­ძირ­კვე­ლია იმი­სა, რაც დღეს მაქვს. ასე რომ, ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი და სა­თა­ვე ჩემი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბაა, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად ასე მო­დის და რა­მაც სა­კუ­თა­რი თავი უკეთ გა­მაც­ნო.
სპორ­ტი თა­ვი­სით მო­ვი­და- სპორ­ტის სა­ხე­ო­ბაც თა­ვად აირ­ჩი­ეთ, თუ ის თქვენ­თან თა­ვი­სით მო­ვი­და? “ხმა­ლი”, რომ­ლი­თაც ას­პა­რე­ზობთ, რა არის თქვენ­თვის?
– ჩემ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ფე­სი­აა. დი­ლით რომ გა­ვიღ­ვი­ძებ, ვიცი, რომ სამ­სა­ხურ­ში, ანუ ვარ­ჯიშ­ზე უნდა წა­ვი­დე, შე­ჯიბ­რზე წას­ვლას კი მივ­ლი­ნე­ბას ვე­ძა­ხი. შე­ჯიბ­რი დიდი სტრე­სია, მაგ­რამ რომ იას­პა­რე­ზებ, ან მო­ი­გებ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გეხ­სნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სპორ­ტის სა­ხე­ო­ბას, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თა­ვი­სით მო­ვი­და, ურ­თუ­ლე­სი სპორ­ტია და მხო­ლოდ სა­ხე­ო­ბა არ არის. ფა­რი­კა­ო­ბამ კი­დევ სხვა პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა, უკე­თეს ადა­მი­ა­ნად და შე­მიც­ვა­ლა მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.
ჩვე­ნი სპორ­ტი ხე­ლოვ­ნე­ბას­თა­ნაც ახ­ლოა… ინ­ტე­ლექ­ტიც გჭირ­დე­ბა. ძა­ლის­მი­ე­რი სა­ხე­ო­ბა არ არის, რაც უფრო გამ­ჭრი­ა­ხი ხარ, უკე­თე­სად გა­მოგ­დის. მთე­ლი სპორ­ტი იმა­ზეა აგე­ბუ­ლი, რო­გორ მი­უხ­ვდე მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს, რას აპი­რებს, რა მოძ­რა­ო­ბას შე­მოგ­თა­ვა­ზებს და მო­გა­ტყუ­ებს. შენ სწრა­ფად უნდა გა­მო­იც­ნო. მომ­წონს, რომ ცხოვ­რე­ბამ შე­მაჩ­ვია ყვე­ლა­ფერს რთულს. ყო­ველ­დღე ახალ-ახა­ლი შტრი­ხე­ბის ათ­ვი­სე­ბა მი­წევს. სა­კუ­თა­რი საქ­მის სცე­ნა­რის­ტიც ვარ და რე­ჟი­სო­რიც… წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ხა­სი­ა­თი და გარ­დე­რო­ბიც კი შე­მიც­ვა­ლა, კლა­სი­კურ სა­მოსს ვე­ღარ ვე­გუ­ე­ბი.
– რას ეტყო­დით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხით, ან ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე­ე­ბი არი­ან და ამის გამო დეპ­რე­სი­აც აწუ­ხებთ?
– დეპ­რე­სი­ის­თვის დრო არ გვაქვს, დრო ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია და მისი სა­სარ­გებ­ლოდ არ­გა­მო­ყე­ნე­ბა, და­უშ­ვე­ბე­ლია. ის ნა­ყო­ფი­ე­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ამის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა. შე­იძ­ლე­ბა სათ­ქმე­ლად მარ­ტი­ვია, გა­სა­კე­თებ­ლად რთუ­ლი, მაგ­რამ უნდა შევ­ძლოთ. სა­კუ­თა­რი თავი არ უნდა შეგ­ვე­ცო­დოს, სა­ნამ ეს არ გვე­ცო­დი­ნე­ბა, მა­ნამ­დე გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის მზად ვერ ვიქ­ნე­ბით. მერე რა, რომ ცხოვ­რე­ბა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გამ­ყო­ფებს?! მერე რა რომ ფეხ­ზე ვერ დავ­დი­ვართ, ფეხ­ზე მო­სი­ა­რუ­ლე­ებს თა­ვის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. ნუ მივ­ცემთ სა­კუ­თარ თავს ჩა­კეტვის უფ­ლე­ბას. ერთ წრე­ზე ტრი­ა­ლი არაფ­რის მომ­ცე­მია. მე დავძლიე დეპ­რე­სია და ვთქვი, რომ ჩემს არ­სე­ბო­ბას აზრი აქვს.
მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ დაგთრგუ­ნოთ ვი­ღა­ცის სი­ტყვებ­მა, ცრემ­ლებ­მა, რო­დე­საც თქვე­ნი და­ნახ­ვი­სას უჩ­ნდე­ბათ. იცო­დეთ, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნუ­რი, ბუ­ნებ­რი­ვი ემო­ცი­აა. და­გი­ნა­ხავს ახალ­გაზ­რდას ეტ­ლით და ეცო­დე­ბი, უკ­ვირს. მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, რო­მელ­ზეც სულ ვსა­უბ­რობთ, ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი მა­ინც არ­სე­ბობს. მეტი მო­ბი­ლი­ზე­ბა და კონ­ცენ­ტრა­ცია საქ­მე­ზე და მი­ზან­ზე, რის მიღ­წე­ვას თუ გა­კე­თე­ბას აპი­რებთ. ნუ მივ­ცემთ ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­კუ­თა­რი თა­ნაგ­რძნო­ბით დაგ­ვჩაგ­რონ. მათ თა­ვი­სი საქ­მე აკე­თონ, ჩვენ – ჩვე­ნი.
შეგ­ვიძ­ლია სო­ცი­უ­მის ღირ­სე­უ­ლი წევ­რე­ბი გავ­ხდეთ. ნუ დავ­კარ­გავთ ამ სა­შუ­ა­ლე­ბას. ტი­რი­ლი, ქვი­თი­ნი, გო­დე­ბა, დეპ­რე­სია სა­კუ­თა­რი თა­ვის გამო, იგი­ვე ემო­ცი­ე­ბად დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა. ვე­ცა­დოთ, ნე­გა­ტი­ვის­გან გა­ვი­თა­ვი­სუფ­ლოთ თავი. და­ვი­სა­ხოთ კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი, რომ­ლის მიღ­წე­ვაც შე­იძ­ლე­ბა. იცხოვ­რეთ, გან­ვი­თარ­დით, ისი­ა­მოვ­ნეთ და და გა­უ­ზი­ა­რეთ სხვებს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, – ამბობდა ირმა ხეცურიანი .