2023 წელს, ფასები 30%-მდე გავზარდეთ – „დედაენა ბარი“

თბილისში მდებარე, „დედაენა ბარის“ თანადამფუძნებელი დათა ლაფაურის თქმით, გასულ წელს ბარში მომსახურების ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, რისი მიზეზიც იმპორტირებული პროდუქტის გაძვირებაა.
ბარის ხელმძღვანელი გასულ წელს აფასებს და ამბობს, რომ 2023 წელი მათთვის არც ისე კარგი იყო, რადგან არასახარბიელო საგარეო და საშინაო ვითარება იყო შექმნილი, მან ერთ-ერთ ნეგატიურ ფაქტორად უამინდობაც დაასახელა.
„წინა წელზე კარგის არაფრის თქმა არ შემიძლია. შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელს, ყველაფერი ამ ბიზნესის საწინააღმდეგოდ მუშაობდა. ძირითადად, ადგილობრივი სტუმრები გვსტუმრობდნენ. თუმცა, ასევე იყვნენ ევროპელი და ამერიკელი სტუმრებიც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თუ 2022 წლის სეზონზე უცხოელი სტუმრების რაოდენობა 15-20%-ს შეადგენდა, გასულ სეზონზე იმდენად ცუდი ტურისტული სეზონი გვქონდა, რომ მათი რიცხვი 2%-საც არ შეადგენდა,“- აცხადებს ლაფაური.
მისივე ცნობით, მიმდინარე წელს, ბარი ინფრასტრუქტურულ განვითარებას გეგმავს. კერძოდ, განათების სისტემის განახლება და განვითარება იგეგმება. თუმცა, ზუსტი ინვესტიცია ამ ეტაპზე არ სახელდება.

ასევე დაგაინტერესებთ