კობახიძე ისევ იმუქრება, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე “სავარაუდოდ, დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება”

ქართლი ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კვლავ იმუქრება, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით “სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება”.

4 ოქტომბრის საქმეზე 46 ადამიანი დააკავეს. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
“სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ვაფრთხილებდით, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე მანამდე”- თქვა კობახიძემ.

ოცნების პრემიერი ისევ იმეორებს, რომ ყველა, ვინც იქნება იდენტიფიცირებული, “პასუხისგებაში მიეცემა”.
“შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება მარტივად გაატაროს სახელმწიფომ. როცა ხორციელდება ასეთი მასშტაბის ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, იქ რეაგირება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა მომავალში დავაზღვიოთ სახელმწიფო ასეთი ტიპის მცდელობებისგან და ამას, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ”- თქვა კობახიძემ.