პროკურატურა 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ია დარახველიძის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას, ხვიჩა გოგოხიას, ავთანდილ სურმანიძისა და რამაზ მამულაძისთვის კი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურამ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალდებულის ია დარახველიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით – საპატიმრო გირაო მოითხოვა.
დანარჩენი 3 ბრალდებულის – ხვიჩა გოგოხიას, ავთანდილ სურმანიძისა და რამაზ მამულაძის მიმართ კი სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა უნდა მიიღოს.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო