დუმა განიხილავს კანონს, რომლითაც რუსეთის თავდაცვას შეეძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჯარში გაიწვიოს | გაგზავნიან თუ არა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ომში
გააგზავნიან თუ არა რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში? – რუსეთის სახელმწიფო დუმა განიხილავს ახალ კანონპროექტს, რომელიც ნასამართლებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საშუალებას მისცემს.
ინიციატივა ტულის ოლქის პარლამენტს ეკუთვნის. ავტორების თქმით, კანონი ხელს შეუწყობს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” წარმატებით გაგრძელებას.
“იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი კანონებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობის უფლება აქვს, მიზანშეწონილია ამ კანონის მიღებაც,” – ვკითხულობთ მიმართვაში.
ექსპერტების აზრით, ახალ კანონპროექტს ერთადერთი დანიშნულება აქვს – რუსეთს სურს ისე შეავსოს საკუთარი შეიარაღებული ძალების რიგები, რომ საყოველთაო მობილიზება არ გამოაცხადოს და რუსეთის მოქალაქეების უკმაყოფილება არ გაამწვავოს.