ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 6. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ, 12 იანვარს, პინგდინშანში, ადგილობრივი დაახლოებით 12:55 საათზე მოხდა. აფეთქების დროს ქვანახშირის მაღაროში 45 ადამიანი იმყოფებოდა.