უცხოეთიდან საქართველოს მიმართ ორი მიდგომა შეინიშნება. ერთი-საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებიც აღიარებენ საქართველოს პროგრესს და მეორე- ევრობიუროკრატების განცხადებები, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას

უცხოეთიდან საქართველოს მიმართ ორი მიდგომა შეინიშნება. ერთი-საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებიც აღიარებენ საქართველოს პროგრესს და მეორე- ევრობიუროკრატების განცხადებები, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას
„საერთაშორისო საზოგადოებისგან რადიკალური პროცესების მიმართ მოწოდებები ამჯერად ნაკლებად და უფრო თავშეკავებულად იყო. კაია კალასის და მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში წერია – გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებულები. მე არ ვიცი ეს წამოცდენა იყო თუ წინასწარ განზრახულად დაწერეს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ისინი არა დამნაშავის გათავისუფლებას, არამედ უკანონოდ დაკავების შემთხვევაში პირის გათავისუფლებას ითხოვენ. ამ წინადადებით მათ თავი დაიზღვიეს.
ხმამაღალი და საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი, მიკერძოებული განცხადებები გვესმის ძირითადად პოლიტიკური ფიგურების მხრიდან. თუმცა, არსებობს განცხადებები და ანგარიშები, სადაც რეალურ ფაქტორებზე დაყრდნობით ხდება საქართველოს შეფასება. ამ ტიპის შეფასებებში საქართველო წინ უსწრებს არა მარტო ყველა კანდიდატ ქვეყანას, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც. ორი მიდგომა შეინიშნება: ერთი – პროფესიონალების განაცხადი, რომელიც აღიარებს საქართველოს პროგრესს და მეორე – პოლიტიკოსების განაცხადები, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას. გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებენ, მაგრამ ასე რომ მივყვეთ, საბოლოო ჯამში ბოლომდე მაინც ვერ მოახერხებენ თავიანთი მიდგომების გატანას, რადგან ევროკავშირის ქვეყნებშიც არის ამომრჩეველი და პირველ რიგში, მათ წინაშე უწევთ ამ პოლიტიკოსებს ანგარიშის ჩაბარება.
ჩვენ ვხედავთ რა მოვლენები ვითარდება ევროკავშირის ქვეყნებში – ჩეხეთში, რუმინეთში, საფრანგეთში თუ გერმანიაში. მათთვისაც [ევროპელი ამომრჩევლისთვის] არ არის მარტივი ასეთი აშკარა უსამართლო მიდგომები ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ევრობიუროკრატებს გარკვეულწილად უკან დახევა მოუწევთ. ახლაც, განცხადებები შედარებით ფრთხილია. მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ, რომ განცხადებები აღარ გააკეთონ, გასული წლისგან განსხვავებით. შარშან პირდაპირ იყვნენ ჩამოსულები და მისული აქციებზე. წელს, ასე ვთქვათ, თავშეკავებულად აკეთებენ განცხადებებს.
არ დაგვავიწყდეს – როდესაც PACE-ზე საქართველოს შესახებ დებატები იყო, ALDE-ს და EPP-ის ჯგუფმა ძალიან ცუდი რეზოლუცია გააკეთა საქართველოს შესახებ. ამ დებატებზე კონსერვატორების ჯგუფის სახელით სიტყვით გამოვიდა ერთ-ერთი გერმანელი პარლამენტარი და მთელი ჯგუფის სახელით განაცხადა, რომ ისინი არ იზიარებენ ამ რეზოლუციის სულისკვეთებას. მათ ცალსახად განაცხადეს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და საჭიროა დიალოგი. შედარებისათვის, იმ სხდომაზე დაახლოებით 700 ადამიანიდან, 66-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას. ამ ჯგუფის [კონსერვატიული ჯგუფის] სახელით გაკეთებული განცხადების უკან კი 100-ზე მეტი პარლამენტარია. (ამ კონსერვატიულ ჯგუფში დაახლოებით 110-115 ადამიანია). ანუ, უკვე შეინიშნება ყინულის დაძვრა ჩვენდა სასიკეთოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც პრაგმატიზმი და ორმხრივი ინტერესები წინა პლანზე გადმოიწევს, იქ უკვე საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკურ-პოლიტიკური ფიგურა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტმა ნდობის საკითხი დაუყენა, კაია კალასს ადანაშაულებენ, რომ არადიპლომატიურად იქცევა და მისი ეს, ასე ვთქვათ დაჟინებული “რუსული, რუსულის“ ძახილი ფობიაში გადაიზარდა და არასერიოზულია. ასე რომ, ამ მიმართულებით ძვრები აშკარად შეინიშნება,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში, წამების, თუ არაჰუმანური მოპყრობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა აღიარებს

გარკვეულ წლებში ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება, ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ქართული კულტურის აღორძინებაზე