ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ ახლა. წინა ხელისუფლებების დროს იყო მოთხოვნები [ევროკავშირის მხრიდან], ჩვენ უნდა განგისსაზღვროთ, შენ იქნები, თუ არ იქნები, როგორი იქნები და ასე შემდეგ. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ამას ემორჩილებიან, ამიტომ შურთ ბალტიის ქვეყნებს ჩვენი, რომ მათ მსგავსად არ ვიქცევით. არ უჩნდება კითხვა ბალტიის ქვეყნებთან, როგორ ახერხებენ რუსეთთან მაღალი დონის ვაჭრობას იმ ფონზე, როცა ომია და ჩვენ მოგვიწოდებენ სანქციებთან შეერთებას? ვერ გაბედავენ, რადგან ეს ერთი ქსელია. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, ჩვენი მოქალაქეები უკვე გაიზარდნენ და მოთხოვნებს უყენებენ ხელისუფლებას, დაიცავი ჩვენი ეროვნული ინტერესი, კეთილი ინებე და, ეროვნული ინტერესის მიდგომით ესაუბრე შენს მოწინააღმდეგეს, პარტნიორს და ასე შემდეგ. საუკუნეები რასაც ცდილობდნენ ჩვენი წინამორბედები, როგორმე დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ყოფილიყო საქართველო, დღეს ჩვენ ამ გზას ვადგავართ. ამას არაფრის დიდებით აღარ დავთმობთ. ეს არის რეალობა
