გაეროს სპიკერის განცხადებით, წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების წინააღმდეგ თავდასხმები საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას

ჰუსიტების წინააღმდეგ მიმართული საჰაერო დარტყმების გამო გაერო შეშფოთებულია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპიკერი აცხადებს, რომ წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას. ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე კი უარყოფით გავლენას ახდენს.
სტეფან დუჟარიკის თქმით, უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სრულად უნდა იყოს დაცული. დოკუმენტი ითხოვს, რომ “ჰუსიტებმა” დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა ასეთი თავდასხმა კომერციულ გემებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა