„დიდი შვიდეულის“ – G7-ის – ელჩებმა გამართეს სასწრაფო შეხვედრა, რომელზეც მიწვეული იყო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, სვეტლანა ჰრინჩუკი.
შეხვედრაზე განიხილეს დახმარების შესაძლებლობა უკრაინის ენერგეტიკის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის არმიის თავდასხმების შემდეგ.
ჰრინჩუკის გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ „ნაფტოგაზ უკრაინის“, „უკრენერგოს“ და ენერგოატომის“ წარმომადგენლები.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ პარტნიორებს მოუწოდა გადაჭრით უპასუხონ მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმებს, რომლებიც განხორციელდა 10 ოქტომბრის ღამით.
ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში კატარინა მატერნოვამ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმები ომის დანაშაულებს წარმოადგენს, რომლის პატიება არ შეიძლება.