ერმანულად ითარგმნა და გამოიცა დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გერმანულად ითარგმნა და გამომცემლობის Drava-ს მიერ გამოიცა დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“.
მთარგმნელები: ნანა ჭიღლაძე და შტეფან მონჰარდტი.
დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო წიგნია.
წიგნის შესახებ: “გაინტერესებს, ფლობ თუ არა რაიმე განსაკუთრებულ უნარს, სუპერძალას? იქნებ, ჯერ არ იცი, რომ სიტყვების გადარჩენა შეგიძლია? იქნებ არ იცი, რომ შეგიძლია, მისთვის, ვინც ვერ ხედავს, სამყარო სიტყვებით გააცოცხლო? მკვდარი ენის დროებით გაცოცხლებაც შეგიძლია, თუ შეისწავლი და მასზე ლაპარაკს შეძლებ. კიდევ, შეგიძლია პარმაღზე თამაშისას ფანტაზია მოიხმო და ისე, რომ სახლის დატოვება არ მოგიწიოს, დაუვიწყარ თავგადასავალში გაემგზავრო. თუ შენ გარშემოც აირევა ხოლმე რაღაცები, ისევე როგორც ამ წიგნის მთავარი გმირის, გიოს გარშემო, მისი ამბავი წაიკითხე, გამოსავლის მოძებნაში დაგეხმარება და მიგახვედრებს, რომ, მართალია, ზოგჯერ ჩვენი საყვარელი ადამიანები გვტოვებენ, მაგრამ სამყაროს შეუძლია მათი ენით გველაპარაკოს, მთავარია, მოვუსმინოთ და მერე ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ენა, სიტყვა და ადამიანი გადავარჩინოთ დავიწყებასა და დაკარგვას” მხატვარი: სოფო კირთაძე; კონცეფცია: გიორგი ბარბაქაძე. წიგნი გამოიცემა მწერალთა სახლის მთარგმნელობითი პროგრამის – „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ ფარგლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა