Boeing-მა 2023 წელს კომერციული თვითმფრინავების მიწოდება 10%-ით გაზარდა

ამერიკულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing Co-მ 2023 წელს მომხმარებლებისთვის კომერციული თვითმფრინავების მიწოდება 10%-ით, 528-მდე გაზარდა, 2022 წელს მათი რიცხვი 480 იყო.
როგორც კომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი, მიწოდების ძირითადი ნაწილი – 396 თვითმფრინავი – 737 ტიპის იყო.
მეოთხე კვარტალში ბოინგმა მომხმარებელს 157 თვითმფრინავი მიაწოდა, მათ შორის 110 ერთეული 737 ტიპის.