მთავრობა ბორჯომში „პლატოზე“ 5 ჰა მიწის ნაკვეთს ტყის სტატუსს უწყვეტს და სასტუმრო კომპლექსის ასაშენებლად ყიდის

მთავრობის განკარგულებით ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბორჯომში, „პლატოზე“ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას სახელმწიფო ტყის სტატუსი შეუწყდება და პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით გასხვისდება.
ტყე 49 246 კვ/მ, დაახლოებით 5 ჰექტარია და არასასოფლო-სამეურნეო სტატუსი აქვს. (ყოფილი სახელმწიფო ტყის ფონდი).
განკარგულებაში წერია, რომ უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა 3 940 000 ლარად განისაზღვრა.