დაიშალა იაპონიის მემარჯვენე სამთავრობო კოალიცია

დაიშალა იაპონიის მმართველი სამთავრობო კოალიცია – უდიდეს ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიასთან კავშირზე მემარჯვენე ცენტრისტული კომეიტოს უარის შედეგად.

მათი კავშირი, მცირე შესვენებით, 1999 წლიდან მოქმედებდა.
მათი დაშორების გამო შესაძლოა ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა გახდეს საჭირო.

იაპონიის უდიდესი საინფორმაციო სააგენტოს, კიოდო ცუსინის თანახმად, კომეიტო, რომელიც ბუდისტურმა ორგანიზაციამ, სოკა ჰაკაიმ შექმნა, ვერ შეუთანხმდა ლიბერალ-დემოკრატებს საქმიანი ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან შემოწირულების უფრო მკაცრი კონტროლის გარშემო. პარტიას ასევე ეხამუშება მთავრობის მეთაურის პოსტზე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, სანაე ტაკაიჩის კანდიდატურა, რომელიც ულტრაკონსერვატორი შეხედულებებით არის ცნობილი.

გასული წლის ბოლოს, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისა და კომეიტოს კოალიციამ პარლამენტის ქვედა პალატის წააგო, ხოლო ამ ზაფხულს – ზედა პალატაშიც. ეს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის შიგნით კორუფციული სკანდალების ფონზე მოხდა.

კოალიციას აღარ ჰქონდა უმრავლესობა არცერთ პალატაში და კომეიტოს გასვლამ შეიძლება სამთავრობო კრიზისი გამოიწვიოს. გარდა ამისა, პარტია არ დაუჭერს მხარს ტაკაიჩის პრემიერ-მინისტრად არჩევას. არჩევის შემთხვევაში, ის პირველი ქალი იქნებოდა ამ თანამდებობაზე.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია