მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშოები დასრულდა. ამ ეტაპზე კლინიკის ტექნიკური აღჭურვა მიმდინარეობს.
კლინიკა ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქუჩა N17 ში მდებარეობს.
კლინიკის ძირითადი სტაციონარი გათვლილია 103 საწოლზე, 3 ძირითადი სტაციონარული განყოფილებით:
-მწვავე ფსიქიატრიული სტაციონარი;
-დუალური ნოზოლოგიის განყოფილება;
-ნარკოლოგიური დეტოქსიკაციის განყოფილება.
-კლინიკას ასევე ექნება სარეაბილიტაციო განყოფილება (30 საწოლი).
მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გათვალისწინებულია ამბულატორიული, გახანგრძლივებული ამბულატორიული (დღის ცენტრი), დამხმარე სარეაბილიტაციო (დღის ცენტრში-სტაციონარის შიდა) და ხანმოკლე დაყოვნების სტაციონარული სერვისის მიწოდება, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებისა და დამოკიდებულების მართვის და მკურნალობის ყველა პროფილით.
კლინიკაში დასაქმდება 100-ზე მეტი სპეციალისტი.
მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსდება თსსუ-ის ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დეპარტამენტი. გათვალისწინებულია სასწავლო აუდიტორიები, სალექციო დარბაზი და შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სასწავლო ინფრასტრუქტურა გათვლილია ერთდროულად 150-ზე მეტი სტუდენტისათვის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფაზე.
ტექნიკური მახასიათებლები:
-მიწის ფართი – 3383 კვ.მ.- ია
-შენობის საერთო ფართობი არანაკლებ 6000 კვ.მ.-ია.
-სარეკრეაციო სივრცისთვის გამოყოფილია 300 კვ.მ.
-პროექტის მიხედვით, კლინიკას ექნება 20 ავტომობილზე გათლილი პარკინგი.
მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიეტო კლინიკა პაციენტების მიღებას 2026 წლის დასაწყისში დაიწყებს.
ინფორმაციას თსსუ ავრცელებს.
