მედია: ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ დედამიწისათვის ხუთჯერ შემოვლის ტოლფასი საწვავი გახარჯა – TI-ის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ს მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობა შეაფასა. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის საანგარიშო პერიოდია 2021 წლის ნოემბრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით.

 TI-ის კვლევის თანახმად, ფოთის საკრებულოს ხარჯებმა საანგარიშო პერიოდში 6,047,527 ლარი შეადგინა:

  • ხარჯების ძირითადი ნაწილი – 5,167,504 ლარი (ხარჯების 85,4%) შრომის ანაზღაურებაზე მოდის;
  • პრემიის, ჯილდოს და დანამატის სახით კი ჯამში 83,732 ლარი გაიცა;
  • ფოთის საკრებულოს ბალანსზე ერთი ავტომობილი ირიცხება, 2022 წელს გამოშვებული “Kia Seltos”, რომელიც 2022 წლის ივნისში შეიძინა მუნიციპალიტეტმა 65,000 ლარად;
  • ფოთის საკრებულომ საანგარიშო პერიოდში 294,248 ლარის ღირებულების, 106,683 ლიტრი (106.6 ტონა) საწვავი გახარჯა;
  • გახარჯული საწვავის 15% საკრებულოს თავმჯდომარეზე, ალექსანდრე ტყებუჩავაზე მოდის: მან 2021 წლის დეკმებრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით გახარჯა 48,007 ლარის 17,037 ლიტრი (17 ტონა) საწვავი. საწვავის ეს ოდენობა ავტომობილს საშუალოდ ეყოფა 212,500 კილომეტრის გასავლელად, რაც დედამიწისათვის ხუთჯერ შემოვლის ტოლფასია;
  • საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების საწვავის ლიმიტი 110-140 ლიტრია;
  • საანგარიში პერიოდში ფოთის საკრებულომ სხვა ხარჯებმა შეადგინა: საკრებულოს წევრობისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება – 412,576 ლარი; სატელეფონო კომუნიკაცია – 45,352 ლარი; მივლინება – 38,115 ლარი.
  • რეკომენდაციები

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ