დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ 16 იანვარს, პანელურ დისკუსიაზე „უსაფრთხოების მიღწევა და თანამშრომლობა დანაწევრებულ მსოფლიოში“ სიტყვით გამოვა.
უკრაინის პრეზიდენტთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, კლაუს შვაბი და პრეზიდენტი, ბიორგე ბრენდე მიიღებენ.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ ფარგლებში 14 იანვარს, დავოსში, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე შეხვედრა გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება