ევროკომისიის პრესსპიკერი საქართველოს უყურებს, როგორც ევროკავშირის კოლონიას – მისი განცხადება ყოვლად ამორალურია

ევროკომისიის პრესსპიკერი საქართველოს უყურებს, როგორც ევროკავშირის კოლონიას – მისი განცხადება ყოვლად ამორალურია
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები „აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის ინსპირირებული მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და ჰიპერის განცხადებას ყოვლად ამორალური უწოდა. მისი თქმით, ევროკომისიის პრესსპიკერი საქართველოს უყურებს, როგორც ევროკავშირის კოლონიას. „ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება ყოვლად ამორალურია და არ შეეფერება ისეთი მაღალი პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტის, როგორიც ევროკომისიაა სულისკვეთებას და განწყობას. ევროკომისიის პრესსპიკერი საქართველოს უყურებს, როგორც ევროკავშირის კოლონიას. მისი განცხადება აბსოლუტური უტიფრობაა და იმიტომ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას, რომ ალბათ იცის, ამის გამო არ დაისჯება. განცხადება სავსეა ცილისწამებით, ტყუილით, მანიპულაციებით. ერთი სიტყვაც არ არის თქმული იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მცდელობა, რაც ყველაზე ქვეყანაში დასჯადია,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში