ბაჩო ახალაია გამოკითხვაზე მივიდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გამოკითხვაზე მივიდა. -ში ის ხმის ნიმუშის ასაღებად დაიბარეს – საქმე 4 ოქტომბრის აქციის პარალელურად პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, სადაც პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, პაატა ბურჭულაძისა და მისი საუბარია ჩაწერილი.
გამოკითხვაზე შესვლამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ჩანაწერი ფალსიფიცირებულია და აღნიშნა, რომ “არა თუ სიტყვა, არამედ ბგერაც კი არ არის მისი”.
ბაჩო ახალაია ასევე აღნიშნავს, რომ პაატა ბურჭულაძე მისი ოჯახის ახლობელია და მასთან კომუნიკაცია, შეხვედრა დაახლოებით 1 თვის წინ ჰქონდა. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, ბაჩო ახალაიას თქმით, ის მისი მეზობელია და შესაბამისად, ხშირად ნახულობს.