აშშ-მა “ჰუსიტების” წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, -მა “ჰუსიტების” წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა.

მათი თქმით, დღეს განხორციელებული დარტყმების მიზანს “ჰუსიტების” სარადარო სისტემების განადგურება წარმოადგენდა, რათა მათ წითელ ზღვაში მოძრავ კომერციულ გემებზე შეტევების განხორციელება ვეღარ შეძლონ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 დეკემბერს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა იემენში, “ჰუსიტების” წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამერიკულმა ავიამზიდებმა და ბრიტანულმა ავიაციამ, ფაქტობრივად, ერთდროულად, “ჰუსიტების” ბაზებზე წერტილოვანი თავდასხმები განახორციელეს. აფეთქებების შედეგად, მეამბოხეების სამხედრო ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილია განადგურებული.
ამავე თემაზე ნახეთ:
· თავდასხმები წითელ ზღვაში | ახალი ცხელი წერტილი მსოფლიოში