ბიძინა კულუმბეგოვი: გამოვხატავ ღრმა სოლიდარობასა და ურყევ მხარდაჭერას ბატონ გოგი ჩახუნაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ

“გამოვხატავ ღრმა სოლიდარობასა და ურყევ მხარდაჭერას ბატონ გოგი ჩახუნაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ. გოგი ჩახუნაშვილი, ისევე როგორც მთელი ჩახუნაშვილების ოჯახი, წარმოადგენს ქართული სამედიცინო საზოგადოების საყრდენს, რომელმაც თავისი თავდაუზოგავი შრომითა და ღვაწლით ქვეყანას გამორჩეული ექიმები და მეცნიერები აჩუქა. მისი დაკავება მიუღებელია და სამართლიანობის აღდგენის იმედი მაქვს. მოვუწოდებ ყველას, ვიმოქმედოთ გონივრულად, თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება და ერთობლივად ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც საქართველოს მომავალს სარგებელს მოუტანს” | ამბობს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “მთავართან”, გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ, განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზებით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ საცხოვრებელი სახლში დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში