„კონფლიქტს არ ვეძებთ“, – აცხადებს ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩევლის, ს სიტყვებით, არ არის დაინტერესებული იემენთან ომით და ყველა ბრძანება, რასაც ამერიკის მთავრობა გასცემს, მხოლოდ სიტუაციის განმუხტვისკენ არის მიმართული.
კითხვაზე, მოჰყვა თუ არა განხორციელებულ იერიშებს ეკონომიკური რყევები, კირბი პასუხობს, რომ არა.
ჯონ კირბის თქმით, აშშ რეგიონში სამხედრო მოქმედებებს არ განიხილავს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს.
„ესკალაციას არ ვეძებთ“, – განაცხადა კირბიმ და დაამატა, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ავიადარტყმების სამიზნეებს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების რაკეტებისა და დრონების შენახვის, გაშვებისა და მართვის ადგილები წარმოადგენდა.
აშშ-ის და ბრიტანეთის ძალებმა დარტყმები განახორციელეს იემენში, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების ობიექტებზე – რაც მყისიერად დაგმო თეირანმა, მატულობს შეშფოთება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების თაობაზე, ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, განცხადებაში ამბობს, ამ ნაბიჯის მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ აშშ და მისი მოკავშირეები “არ მოითმენენ” ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების ჯგუფის მხრიდან გახშირებულ თავდასხმებს წითელ ზღვაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ნავიგაციის თავისუფლებას და აშშ-ის ფლოტის წარმომადგენლებს.
მეამბოხეთა განცხადებით, განხორციელდა 73 დარტყმა, რომლებსაც სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
“ეს დარტყმები პირდაპირი პასუხია ჰუთების უპრეცედენტო თავდასხმებზე საერთაშორისო საზღვაო ხომალდებზე წითელ ზღვაში” – აცხადებს ბაიდენი, რომლის თქმითაც მისიაში ასევე მონაწილეობდნენ ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა და ჰოლანდია.

ასევე დაგაინტერესებთ