ბაჩო ახალაია: ძალიან მრცხვენია, რომ არაფერში ვიყავი ჩართული

ბაჩო ახალაია ამბობს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენეში ჩართული არ ყოფილა – “ძალიან მრცხვენია, რომ არაფერში ვიყავი ჩართული”.

რაც შეეხება აქციის ორგანიზებას, ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ  პაატა ბურჭულაძის და ს მოწოდებას არავის ორგანიზება არ სჭირდებოდა.

„ძალიან მრცხვენია, ძალიან, ძალიან „მიტყდება“, რომ არაფერში ვიყავი ჩართული სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ვინმე ორგანიზება სჭირდებოდა?

მე როგორც ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს, პატრიოტს ამ ქვეყნისას, ძალიან მრცხვენია, რომ იქ არ ვიყავი და აქ ვდგავარ ახლა,“ – განაცხადა ბაჩო ახალიამ.