კოალიცია ცვლილებისთვის: უკანონოდ დაკავებულებს შორის არის ჩვენი გუნდის 3 წევრი

კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ უკანონოდ დაკავებულებს შორის მათი კოალიციის წევრებიც არიან.
მათი ინფორმაციით, დაკავებულია გუკო ქარდავა, მანუჩარ მიქელაძე და ირაკლი ჩხვირკია.
“ივანიშვილის რეჟიმმა გააძლიერა პოლიტიკური რეპრესიები საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების წინააღმდეგ.
შედეგად, ქვეყანაში გვყავს ახალი პოლიტიკური პატიმრები. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დაკავებულია 45 ადამიანი, მათ შორის ქალები, 70-ს გადაცილებული და მძიმე დაავადების მქონე ადამიანები. უკანონოდ დაკავებულებს შორის არიან “კოალიცია ცვლილებისთვის” გუნდის წევრებიც: გუკო ქარდავა, მანუჩარ მიქელაძე და ირაკლი ჩხვირკია.
-ს ქმედებები, ყოველდღიური ბრიფინგები და დაკავების მეთოდები ემსახურება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობის დაშინებასა და ამ გზით მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას. დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ჩვენი სამართლიანი პროტესტის გაძლიერება და გაფართოება. ამიტომ, ყოველ დღე ჯიუტად რუსთაველზე! ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, გამარჯვებამდე! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! “- ნათქვამია განცხადებაში.