ევროკომისია გამოიძიებს უნგრეთის სპეცსამსახურების სავარაუდო შპიონაჟს

ევროკომისიამ გადაწყვიტა, გამოიკვლიოს უნგრეთის სპეცსამსახურების მხრიდან ევროკავშირის ინსტიტუტების წინააღმდეგ შესაძლო შპიონაჟის შესახებ გავრცელებული ცნობები.
ევროკომისიამ 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ შიდა გამოძიებისთვის სპეციალურ ჯგუფს ქმნის. გამოძიებას დაიწყებს ევროპარლამენტიც.
გადაწყვეტილების საფუძველია უნგრეთის არასამთავრობო ორგანიზაციის, Direkt 36-ისა და გერმანული, ავსტრიული და ბელგიური გამოცემების, Der Spiegel-ის, Der Standart-ის და De Tijd-ის გამოძიება, რომლის თანახმად, ევროკავშირში დელეგირებული რამდენიმე უნგრელი დიპლომატი მათ სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობას ეწეოდა.
გამოძიების თანახმად, უნგრეთის სპეცსამსახურებმა ბრიუსელში შექმნეს დიპლომატებად შენიღბული თანამშრომლების ჯაშუშური ქსელი, ევროკავშირის ინსტიტუტებში სადაზვერვო საქმიანობისა და იქ თავისი წარმომადგენლების ჩანერგვის მიზნით. გამოძიების მიხედვით, მაგალითად, უნგრეთის სპეცსამსახურების, სულ მცირე, ერთი აგენტი იყო ჩანერგილი ევროკომისიის უსაფრთხოების სამსახურში.
ჟურნალისტური გამოძიების ავტორებს ანონიმურობის დაცვით მოჰყავთ ევროკომისიის უნგრელი თანამშრომლის მტკიცება, რომ მისი თანამემამულე, ვინმე V ცდილობდა თანხის სანაცვლოდ მის გადაბირებას შიდა სამზარეულოს შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
გამოძიების თანახმად, თავად V უნგრეთიდან დელეგირებული იყო სტრუქტურაში, რომელიც ევროკავშირის ცალკეულ წევრებთან ურთიერთქმედებაზეა პასუხისმგებელი და უნგრელი მაღალჩინოსნის, ოლივერ ვარჰეის უშუალო ხელმძღვანელობით მუშაობდა.
ვარჰეი 2015-2019 წლებში იყო ევროკავშირში უნგრეთის მუდმივი წარმომადგენელი, ხოლო 2019-2024 წლებში ევროკომისარი გაფართოების საკითხებში. ამჟამად ოლივერ ვარჰეი ევროკომისარია ჯანდაცვის საკითხებში.
9 ოქტომბერს უნგრეთის მთავრობას და ოლივერ ვარჰეის კომენტარისთვის მიმართა რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის გამოცემა POLITICO-მ, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
ევროკომისიასა და უნგრეთს შორის არაერთი წელია დაძაბული ურთიერთობაა. ბრიუსელი ორბანის მთავრობას აკრიტიკებდა მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მხრივ არსებული პრობლემების გამო. ამას დაემატა ში ს არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უნგრეთის პოზიცია, რომელიც ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების უმრავლესობისგან განსხვავებულია.
უნგრეთის ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობები შეინარჩუნა და რუსული გაზის და ნავთობის შეძენას განაგრძობს, რასაც თავისი მოქალაქეების ინტერესებით ხსნის. ორბანის მთავრობა ხშირად აკრიტიკებს ს.
ფორუმი