პრეზიდენტის სასახლესთან რაც ვნახეთ, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა

პრეზიდენტის სასახლესთან რაც ვნახეთ, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა
პრეზიდენტის სასახლესთან რაც ვნახეთ, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ის, რასაც ვისმენდით რამდენიმე თვე სახელმწიფო გადატრიალებასთან და ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, გარკვეულმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა, რომ სისრულეში მოეყვანა. ის, რაც ვნახეთ პრეზიდენტის სასახლესთან, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა. უამრავი განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები არავის გადაედგა. უამრავი მოწოდება გაკეთდა ჩემი, ბატონი პრემიერის, ჩვენი თანაგუნდელების მხრიდან. რაც არ უნდა იყოს, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. შეიძლება, სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვთ, მაგრამ რატომ უნდა მიხაროდეს ვიღაცის ციხეში წასვლა?! მათ გადაწყვიტეს, რომ ეს გაეკეთებინათ. ეს არის დანაშაული და სახელმწიფო რეაგირებს. ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთელ ევროპაში დეზინფორმაციის გავრცელების საბაბით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები სრული სვლით მიმდინარეობს, რასაც აძლიერებს ევროკავშირი – თავისუფლების მოწინააღმდეგე ბრმა მორჩილების მთავრი ძალა – „სიკვდილის ვარსკვლავი“

ბრიტანეთში დღეში 30 ადამიანს აპატიმრებენ აზრის გამოხატვის გამო, ქვეყანა ღარიბდება, მასობრივი მიგრაცია გვაწუხებს, ეს მთავრობა ყველაზე არაპოპულარულია ისტორიაში, ელიტები ცდილობდნენ განსხვავებული აზრის ჩახშობას