გალის მასწავლებლების “საქართველოსთან კავშირებზე” სოხუმში გამოძიება დაიწყეს

“გალის რაიონში მოქმედი მასწავლებლის ჯაშუშობაში ეჭვის საფუძველზე დაკავებისა და ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელების მტრულ სახელმწიფოსთან შესაძლო კავშირების” შესახებ”, ს დე ფაქტო განათლების მინისტრმა ხანა გუნბამ განცხადება გააკეთა.
ს რესპუბლიკის განათლების სამინისტრო სრულად უჭერს მხარს სამართალდამცავი ორგანოების იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ. სამინისტრო გამოძიებას მიაწვდის ყველა საჭირო დახმარებას სიმართლის დასადგენად. ბუნებრივია, მსგავსი ინციდენტები ჩრდილს აყენებს პედაგოგიურ საზოგადოებას. განათლების სისტემაში უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ემსახურებიან საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. თუ ჩვენს სისტემაში არსებობენ პირები, რომლებიც სხვაგვარად აზროვნებენ, განათლების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ასეთი ადამიანები მომავალში აღარ მუშაობდნენ განათლების სფეროში,“ – განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.
აფხაზურ ტელეგრამ არხებზე გავერცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “კოლეგებმა შენიშნეს, რომ გალის რაიონში რამდენიმე დირექტორი და მასწავლებელი რეგულარულად იღებს ხელფასს საქართველოდან და ანგარიშებს წარუდგენს ქართულ ხელისუფლებას”.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა