ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.
შსს-ს თანახმად, აღნიშნულ საქმეზე ჯამში 45 ადამიანია დაკავებული. მათ 9-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. ამ დროისათვის ჯამში, დაკავებულია სულ 45 პირი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – აცხადებს შსს.
