ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:
მიუხედავად დიპლომატიური დემარშის—ელჩის გამოძახებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობითი განმარტებისა, კობახიძე ცდილობს თავისი მინისტრის დაცვას და უფრო მაღალი დონიდან “მიმართვით” კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას:
“კეთილი ინებოს(!!) აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა და დაამტკიცოს რომ
არ მოქმედებს “დიპ სტეიტის” გავლენითო”?!
“ჩვენ ე ჭ ვ ი(?!) გვაქვს #რომ აშშ ბანგკოკის ფონდს იყენებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი პირების დასაფინანსებლადო… მოვუწოდებ სახდეპს დაგმოს გადატრიალების
მცდელობა და ამით დაამტკიცოს რომ არ უჭერს მხარს ასეთ მოქმედებას საქართველოშიო”?!?!— კარნახობს ამერიკას# “გამოსავალს” კობახიძე…
აშშ სახ დეპარტამენტის—ამერიკის საგარეო საქმეთა მთავარი ორგანოს და შეთავსებით, ამერიკის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს— მარკო რუბიოს, ასეთი ტონით, რუსეთის, ირანის და დაგვარი ქვეყნების გარდა, სხვა არავინ მიმართავს…
დამოუკიდებლობის მოკლე დროში საქართველოს დიპლომატიურმა სკოლამ და წარმომადგენლობამ, დიდი ძალისხმევის ფასად შეძლო ღირსეული ადგილი მოეპოვებინა და რა დასანანია რომ
ახლა ეს ინგრევა—ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება…
ჯერ გამოძიება არ დასრულებულა
და სახდეპმა როგორ უნდა დაგმოს…”გადატრიალება”???
გამოძიების გარეშე ასეთი “დაგმობა” მხოლოდ პუტინის მთავარ მოლაპარაკე თავს—ზახაროვას შეუძლია,
რომელსაც უკვე შეუთავსებია საქართველოს “ცესკოს” და “მთავრობის” პრესპიკერის
თანამდებობები და ხმამაღალი განცხადებებიც გაუკეთებია მოსკოვიდან, 4 ოქტომბრის
“გასაპრავებლად”….
ვაშინგტონიდან კი, სახდეპთან ერთად, ავტორიტეტულმა სენატორებმაც გასცეს “მწარე” პასუხი კობახიძეს:
“საქართველოში დემოკრატიას არა აშშ
არამედ “ქართული ოცნება” უ თ ხ რ ი ს
ძირსო”!!!