გიორგი ჩახუნაშვილი: ბავშვებო, ახალგაზრდებო, არაფერი არ არის დაგვიანებული… საქართველო აუცილებლად იქნება ევრო-ატლანტიკური დიდი ოჯახის წევრი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დააკავეს 71 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი
გიორგი ჩახუნაშვილი ამბობს: „არ ვეთანხმები [წარდგენილ ბრალს]. მივყვები [პოლიციას]. არაფერი გულდასაწყვეტი არ არის. გასაგებია. სამშობლო მიყვარდა დღემდე. დღესაც მიყვარს და ხვალაც მეყვარება“…
„მშვიდობიანი აქცია იყო ისა, არავის არაფრის გადატრიალება და გადმოტრიალება არ უნდოდა, ამას არ ვეთანხმები… ის 350 000 ოჯახი, რომელიც მე მყავს უფასოდ გასინჯული, თავის დასკვნებს გააკეთებს“…
„ბავშვებო, ახალგაზრდებო, არაფერი არ არის დაგვიანებული… საქართველო აუცილებლად იქნება ევრო-ატლანტიკური დიდი ოჯახის წევრი. თქვენ რა შუაში ხართ. გასაგებია“, – ეუბნება ექიმი ჩახუნაშვილი პოლიციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს