აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია Delta Air Lines–მა მესამე კვარტალში წმინდა მოგება 11%-ით გაზარდა, ხოლო შემოსავალმა ამ პერიოდისთვის ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ივლის-სექტემბერში გადამზიდავის წმინდა მოგება გაიზარდა 1.42 მილიარდ დოლარამდე, ანუ აქციაზე 2.17 დოლარამდე, წინა წლის 1.27 მილიარდ დოლართან, ანუ აქციაზე 1.97 დოლართან შედარებით.
კორექტირებულმა შემოსავალმა აქციაზე 1.71 აშშ დოლარი შეადგინა. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ 1.52 აშშ დოლარის შემოსავალს ელოდნენ.
„დელტა ეარის“ შემოსავალი კვარტალში რეკორდულ 16.67 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც 15.68 მილიარდ დოლარს შეადგენდა და კონსენსუსის–პროგნოზს 15.94 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
