პუტინი 38 ადამიანის სიცოცხლის კომპენსაციას დაპირდა ალიევს – თვითმფრინავის აფეთქების აღიარება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტაჯიკეთში დუშანბეს რეგიონულ სამიტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს უთხრა, რომ გასულ წელს ორი რუსული რაკეტა აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის მახლობლად აფეთქდა, რის შედეგადაც ბაქო-გროზნოს რეისი ყაზახეთში ჩამოვარდა
რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავიდან რამდენიმე მეტრში ორი რუსული რაკეტა აფეთქდა და ავიაკატასტროფა გამოიწვია. რუსეთის განცხადებით, იმ დღეს რუსული რაკეტები მათ საჰაერო სივრცეში შემოსულ სამ უკრაინულ დრონს დაედევნენ, რა დროსაც ავიარეისის მახლობლად აფეთქდნენ. ბორტზე 67 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. საბოლოო ცნობებით, ავიაკატასტროფაში 38 ადამიანი დაიღუპა.
“ეს ყველაფერი ჩაწერილია ე.წ. “შავ ყუთებში”” – განაცხადა პუტინმა ალიევთან შეხვედრისას.
პუტინმა აღნიშნა, რომ ამ “ტრაგიკულ შემთხვევის” კომპენსაციას გადაიხდის და შესაბამის გამოძიებასაც ჩაატარებს.
“ორი დღის წინ გავიგე, რომ აზერბაიჯანულ თვითმფრინავს რუსული რაკეტების ნამსხვრევები მოხვდა, რომლებიც მისგან რამდენიმე მეტრში აფეთქდა… ყველაფერს გავაკეთებთ კომპენსაციის უზრუნველსაყოფად” – თქვა პუტინმ

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს