სასამართლო 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულების, მათ შორის ნანა სანდერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულების – გოჩა ყატაშვილის, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილის, გიორგი კიკნაველიძისა და ნანა სანდერის სასამართლო მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ბრალდებული ნანა სანდერის ადვოკატმა განაცხადა, რომ მათ დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხეს, რომ საქმის მასალებს გასცნობოდნენ, აქედან გამომდინარე, მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რომელსაც სხვა ადვოკატებიც დაეთანხმნენ.
ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, კი მოსამართლის – ფიქრია სიქტურაშვილის მეუღლე ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია, რაც მას აფიქრებინებს, რომ მოსამართლე არაობიექტური იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება