მოსამართლემ ნანა სანდერი სასამართლო პროცესიდან გააძევა

მოსამართლემ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ნანა სანდერი სასამართლო დარბაზიდან გააძევა.
მიზეზი გახდა, ადვოკატების შუამდგომლობა, მოსამართლის – ფიქრია სიქტურაშვილის აცილებასთან დაკავშირებით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ნანა სანდერის რეპლიკა მოჰყვა:
“შენიშვნას აქეთ მოგცემთ თქვენ. ლეგიტიმური გგონიათ თავი? შენ არ გეგონოს შენი თავი ლეგიტიმური! აქ არ მთავრდება ცხოვრება”, – მიმართა ნანა სანდერმა მოსამართლეს, რის შემდეგაც ის ფიქრია სიქტურაშვილმა დარბაზიდან გააძევა.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულების – გოჩა ყატაშვილის, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილის, გიორგი კიკნაველიძისა და ნანა სანდერის სასამართლო მიმდინარეობს. სასამართლო დაკავებულების მიმართ აღკვთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება