ტაბულას მასალის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ნახევარ საათში TV იმედის გვერდზე სიტყვა “ოლიგარქი” ივანიშვილით ჩანაცვლდა.
სამთავრობო მედია იმედს ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ს დავაზე წერისას სიტყვა “ოლიგარქი” გაეპარა და ქართული ოცნების დამფუძნებელი სწორედ ამ ტერმინით მოიხსენია.
“ივანიშვილის და Credit Suisse-ის დავა თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომლებშიც Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული. აღნიშნული ტრანზაქციები მილიარდერის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა ივანიშვილის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რითაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა” – წერს TV იმედი 13 ნოემბრის 19:50-ზე გამოქვეყნებულ “ნიუსში”.
2022 წლის ზაფხულში ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.