პოლონური მედია – თბილისში პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს თავს დაესხნენ

თბილისში პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს თავს დაესხნენ, – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
გამოცემა RMF24-ის ცნობით, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ისინი თბილისში პოლონეთიდან ექსტრადირებული საქართველოსა და პაკისტანის მოქალაქეების დაბრუნების ოპერაციას ახორციელებდნენ.
მათივე ცნობით, დაბრუნების ოპერაცია ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-თან თანამშრომლობით მიმდინარეობდა.
„ჩვენი ორი თანამშრომელი თავის არეში მიყენებული სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ხოლო მეორეს ოპერაცია ახლა უტარდება. მომხდარს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. ჯერჯერობით მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია“, – განაცხადა პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა, ანჯეი იუჟვიაკმა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა, რომლებმაც, გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლონეთის სამ მოქალაქეს სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. ამასთან, შსს-ის ცნობითვე, ერთ-ერთმა დაკავებულმა მათზე ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში