სომხეთის ტერიტორიაზე ვერ იარსებებს ‘ზანგეზურის დერეფანი’ – ერევანი – Netgazeti • აზერბაიჯანი • სომხეთი • Netgazeti.ge

„სუვერენულ ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის სომხეთის რესპუბლიკას, არ არსებობს და ვერ იარსებებს პროექტი, სახელწოდებით ‘ზანგეზურის დერეფანი’.“ – როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაან კოსტანიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ს მიერ ტერმინის „ზანგეზურის კორიდორი“ გამოყენებაზე კომენტირებისას.
„როგორ დაასახელებენ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ტერიტორიაზე გამავალ სატრანსპორტო პროექტებს, ეს მათი პრობლემაა“, – ამბობს კოსტანიანი.
რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ არის გზა გორადიზ-ზანგელანი, რომელიც შესაძლოა სომხეთის საზღვართან ახლოს გავიდეს, თუმცა არ შეეხება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას.

ასევე დაგაინტერესებთ