გია ვოლსკი – საქართველოს არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ აშშ-ის ინტერესები დაზიანებულიყო ჩვენს ქვეყანაში – საქართველოს ხელისუფლება არ შეესაბამება დახასიათებას, რომელიც ზოგიერთი სენატორისგან გავიგეთ

საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ზედმიწევნით შეესაბამება იმ ინტერესებს, პოლიტიკას, სტრატეგიას და ხედვას, რომელიც -ის ახალ ადმინისტრაციას გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ ჩვენს ქვეყანაში აშშ-ის ინტერესები დაზიანებულიყო.
„საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ზედმიწევნით შეესაბამება იმ ინტერესებს, პოლიტიკას, სტრატეგიას და ხედვას, რომელიც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გააჩნია. ახალი ადმინისტრაცია რომც არ მოსულიყო, საქართველოს ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული არანაირად, არცერთი ნიშნით არ შეესაბამება იმ დახასიათებას, რომელიც ზოგიერთი სენატორისგან გავიგეთ. საქართველოს არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ აშშ-ის ინტერესები დაზიანებულიყო საქართველოში და რასაკვირველია, რუსეთს არანაირი ნაბიჯი გადმოუდგამს იმისთვის, რომ საქართველოსთვის რაიმე უპირატესობა მიეცა მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ეს ის რეალობაა, რომელსაც შეგნებულად არ ითვალისწინებენ საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებული ადამიანები, მათ შორის ეს კონკრეტული სენატორები“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სენატორებმა, ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა განაცხადეს, რომ “ქართული ოცნება“ უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას და არა ამერიკის შეერთებული შტატები. სენატორების განცხადებით, „მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის ყოფილი მთავრობის თანამშრომლებს ბრალდებებს უყენებს, თითქოს ისინი საქართველოს მთავრობას ძირს უთხრიან“.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიურო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა – თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე