დუმა განიხილავს კანონს, რომელიც ნასამართლებ უცხოელებს ჯარში მსახურობის უფლებას მისცემს

ს სახელმწიფო დუმა ახალ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ნასამართლებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საშუალებას მისცემს. შესაბამისი დოკუმენტი დუმის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.
ინიციატივა ტულის ოლქის პარლამენტს ეკუთვნის. მსგავსი კანონი, რომელიც ს მოქალაქეებზე ვრცელდება დუმამ 2023 წლის ივნისში მიიღო.
“იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი კანონებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობის უფლება აქვს, მიზანშეწონილია ამ კანონის მიღებაც”. – წერია მიმართვაში.
ავტორების თქმით ახალი კანონი ხელს შეუწყობს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” წარმატებით გაგრძელებას.
2023 წლის ივნისში მიღებული კანონის მიხედვით მსუბუქი ან საშუალო კანონდარღვევისთვის ნასამართლებ რუსეთის მოქალაქეებს ჯარში მსახურობის უფლება მიეცათ.