გიგი წერეთელი: ეს კიდევ ერთი, მასშტაბური განაცხადი იყო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეგუება ხელისუფლების მიტაცებას, რეპრესიებს, დემოკრატიული არჩევანის პერსპექტივის გაქრობას, პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს, დასავლეთისგან დისტანცირებას და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების საფრთხეს

 „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი:
ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე გამოვიდა 4 ოქტომბერს პროტესტით რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე, ისევე, როგორც სხვა აქციებზე ამ თვეების განმავლობაში. ეს კიდევ ერთი, მასშტაბური განაცხადი იყო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეგუება ხელისუფლების მიტაცებას, რეპრესიებს, დემოკრატიული არჩევანის პერსპექტივის გაქრობას, პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს, დასავლეთისგან დისტანცირებას და ს ორბიტაზე დაბრუნების საფრთხეს.
ამავდროულად, ეს იყო ადგილობრივ ‘’არჩევნებად”
გამოცხადებული ფარსის მიმართ გამოხატული პოზიციაც, განსაკუთრებით თბილისში. ეს გამოარჩევდა
ამ დღეს სხვა თარიღებისგან.
ის , რომ ხალხის სიმრავლეს დემოკრატიული, არაძალადობრივი
პროტესტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ნებისმიერი აქციისთვის ეს მთავარი საზრუნავია,
ყველამ კარგად იცის. სწორედ ეს იყო ამ დღის მოლოდინი, რომ ძალიან მრავალრიცხოვანი
მანიფესტაცია, შესაძლოა გამხდარიყო ცვლილებების დაწყების ტრიგერი, არა რაიმე არაკონსტიტუციური
და ძალადობრივი სცენარი, რაც სწორედ რეჟიმის ინტერესში იქნებოდა პროტესტის დისკრედიტაციისა
და დასუსტებისთვის.
სამწუხაროდ, მოულოდნელად და სწრაფად განვითარებულმა
მოვლენებმა, სრულიად სხვა შედეგი მოიტანა. მძიმედ აღსაქმელია პაატა ბურჭულაძის, მურთაზ
ზოდელავას, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის, ლაშა ბერიძის ასეთი ბრალდებით დაპატიმრება.უმეტესობასთან
წლების ურთიერთობა მაკავშირებს და ვიცი, რომ საქართველოს პატრიოტები არიან პირველ რიგში.
დღეს, სხვადასხვა ვერსიები ისმის, რა შეიძლება
მომხდარიყო – ეს იყო შეცდომა, ავანტიურა, პროვოკაცია, ღალატი, სპეცსამსახურების დაგეგმილი
ოპერაცია თუ ვინმეს თვითშემოქმედება, ჯერ არავინ იცის. აქვე ვიტყვი, რომ აქციის ორგანიზატორების
მიერ მაღალი მოლოდინების შექმნასთან ერთად, განცხადებებში ხაზი ესმებოდა მხოლოდ კანონის
ფარგლებში ქმედებას.
ნამდვილად არ მაქვს იმედი,რომ ამ სისტემის პირობებში
სიმართლეს გავიგებთ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ გაჩნდა საფუძველი მეტი რეპრესიის, პროტესტზე
ზეწოლის და სავარაუდოდ, მეტი ადამიანის საპატიმროში გაშვების.
ამავდროულად, საზოგადოებაში დემოკრატიული ცვლილებებისთვის
ბრძოლის სურვილი არ განელებულა. რუსთაველზე, ისევ შეიკრიბა ხალხი მშვიდობიანი პროტესტით,
მიუხედავად მუქარის შემცველი გაფრთხილებებისა. ახლა, ამ გართულებულ მოცემულობაში, გაცილებით
მეტი პასუხისმგებლობა, შეცდომების და მოვლენების უკეთ გააზრება, გამძლეობა, რეალისტურ
სტრატეგიაზე შეთანხმება და პროდასავლური, დემოკრატიული ძალების კონსოლიდაციაა საჭირო.
ეს ადვილი საქმე არ არის, მაგრამ აუცილებელია წარმატებისთვის🙏

ასევე დაგაინტერესებთ