სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა, „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი მატჩი „საკრამენტო კინგსთან“ გამართა და 130:122 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მთავარი მწვრთნელისგან 17 წუთი მიიღო, ხოლო ამ დროში საკუთარ გუნდს 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
„ტორონტო რეპტორსისთვის“ სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ეს მეორე გამარჯვება იყო, „დენვერთან“ შეხვედრაში მამუკელაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და აქტივში 15 ქულა ჩაიწერა.
მომდევნო მატჩს კანადური გუნდი 11 ოქტომბერს „ბოსტონ სელტიკსთან“ ჩაატარებს.
