დავით მათიკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – „ქართული ოცნება“ ვერავის აკრძალავს, ამისი უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია – როცა პარლამენტი შესაბამისი სარჩელით მიმართავს, სასამართლოს და მოსამართლის ხელში იქნება გადაწყვეტილება

„ქართული ოცნება“ ვერავის ვერ აკრძალავს. ამისი უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია, მე რომ მოსამართლე ვიყო, ნამდვილად ავკრძალავდით, რადგან ამ პარტიას დემოკრატიასთან, ქვეყნის სიყვარულთან და პატრიოტიზმთან საერთო არაფერი აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან პარტიების აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა პარტია აკრძალოს.
„ქართული ოცნება“ ვერავის ვერ აკრძალავს. „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა პარტია აკრძალოს. ამისი უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია. როდესაც პარლამენტი შესაბამისი სარჩელით მიმართავს და ეს სარჩელი გადავსებულია იმ კრიმინალის და სადიზმის მტკიცებულებებით, რაც „ნაცმოძრაობას“ თავის დროზე აქვს ჩადენილი, ბუნებრივია, რომ სასამართლოს და მოსამართლის ხელში იქნება უკვე გადაწყვეტილება – უნდა აიკრძალოს თუ არა კონკრეტული პარტია. მე რომ მოსამართლე ვიყო, ნამდვილად ავკრძალავდით, რადგან ამ პარტიას დემოკრატიასთან, ქვეყნის სიყვარულთან და პატრიოტიზმთან საერთო არაფერი აქვს. ჩვეულებრივი აგენტურული კონგლომერატია, რომელიც თავის დროზე სწორედ იმ მიზნებისთვის შეიქმნა, რაც 2008 წელს გამოჩნდა, რომ ქვეყნის 20% გაანიავეს და ქვეყნის ოკუპანტს ჩააბარეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას, მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი ქმედებები იმდენად ხელისგულზეა და იმდენად ცალსახაა ის კრიმინალი და სადიზმი, რაც მათ ჩვენ ქვეყანაში ჩაიდინეს, აქ გადაწყვეტილების მიღება არავის გაუჭირდება“.
„მხარდაჭერა დემოკრატიის ნაწილია და ის პარტია იმარჯვებს, რომელსაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს. მეტი რესურსი იქნება ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ ჯანსაღი ოპოზიცია გაჩნდეს და ამისი ჩანასახები არის უკვე. უბრალოდ იმდენად მონოპოლიზებული აქვთ რადიკალურ და კრიმინალურ ფრთას ოპოზიცია, რომ ამ ჯანსაღი ძალებისთვის ადგილი არ არის. ხელისუფლება თუ ვინმეს არ მოსწონს და მის ნაცვლად უნდა მართვა – აგერ ბურთი და მოედანი, ”, – განაცხადა მათიკაშვილმა.