გერმანელ ულტრამემარჯვენეს ფრაქცია დაატოვებინეს რუსეთში გამართულ ფორუმში მონაწილეობისთვის

ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ჰამბურგის რეგიონულ პარლამენტში თავისი ფრაქციიდან გარიცხა დეპუტატი რობერტ რიში. რუსეთში, ანტიგლობალისტების ფორუმში მონაწილეობისთვის რიშის წინააღმდეგ დაწყებულია დისციპლინური დევნა და ის შესაძლოა, პარტიიდანაც გარიცხონ.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც რუსეთისადმი დადებითი დამოკიდებულებით გამოირჩევა, ბოლო ხანს რიტორიკის შემსუბუქებას და კრემლისგან დისტანცირებას ცდილობს.
სექტემბრის ბოლოს სანქტ-პეტერბურგში გაიმართა „მართლმადიდებელი ოლიგარქის“ კონსტანტინ მალოფეევისა და კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტის, ფილოსოფოს ალექსანდ დუგინის მიერ ორგანიზებული „ანტიგლობალისტების საერთაშორისო ლიგის, „პალადინის“ დამფუძნებელი კონფერენცია”.
მასში მონაწილეობდნენ ულტრამემარჯვენე და ფაშისტური ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპის სახელმწიფოებიდან, მათ შორის გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან. ასევე მექსიკიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და სხვა ქვეყნებიდან.
რობერტ რიშს პეტერბურგში გამართულ ფორუმზე დასწრების აფიშირება არ სურდა, თუმცა რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა დაადგინა და საჯარო გახადა ის ფაქტი, რომ გერმანელი ულტრამემარჯვენე ამ თავყრილობაში მონაწილეობდა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რიში მწვავედ გააკრიტიკეს გერმანელმა ქრისტიან-დემოკრატებმა და „მწვანეებმა“. პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განაცხადა, რომ რობერტ რიშმა ფრაქციის სხდომის გაცდენა პირადი მიზეზით ახსნა, მაგრამ როგორც გაირკვა, პარტია შეცდომაში შეიყვანა, ფორუმში პარტიის თანხმობის გარეშე მონაწილეობდა და როცა ეს გამოაშკარავდა, სინანულიც კი არ გამოუთქვამს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს