Reuters – ემანუელ მაკრონი ახალ პრემიერ-მინისტრს 48 საათში დანიშნავს

ემანუელ მაკრონი ახალ პრემიერ-მინისტრს 48 საათში დანიშნავს, – ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ფრანგი დეპუტატების უმეტესობა პარლამენტის დაშლას და ვადამდელი საპარლამენტო ს ჩატარებას ეწინააღმდეგება.
„დეპუტატების უმრავლესობა პარლამენტის დაშლას ეწინააღმდეგება. ბიუჯეტის 31 დეკემბრამდე მიღება შესაძლებელია. აღნიშნულის საფუძველზე, რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მომდევნო 48 საათის განმავლობაში დანიშნავს“, – ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.
შეგახსენებთ, საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი 6 ოქტომბერს გამწვავდა, როდესაც ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ თანამდებობა დატოვა. გასული ორი დღის განმავლობაში ლეკორნუმ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით სხვადასხვა პარტიებთან მოლაპარაკებები გამართა, რომლის შედეგებიც საფრანგეთის პრეზიდენტს გუშინ გააცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად – ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი – ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა